logo
ENG



ელისაშვილი კუხიანიძეზე: ეს არის კახაბერ ყორღანაშვილის თანამედროვე ვერსია

16 დეკ 201922:23
3 წუთის საკითხავი
 
r1ingl1r14iylh8.jpg

საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ერეკლე კუხიანიძის პოსტზე ისაუბრა.

ელისაშვილმა კუხიანიძე კახაბერ ყორღანაშვილს შეადარა და განაცხადა, რომ კუხიანიძე ყორღანაშვილის თანამედროვე ვერსიაა. გადაცემაში ელისაშვილი წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ალეკო ელისაშვილის თქმით იუსტიციის მინისტრი საჯარო მოხელეებს მსგავსი სისაძაგლისთვის აქეზებს.

„სულ მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა ცოცხალი კახაბერ ყორღანაშვილი, აი ეს არის კახაბერ ყორღანაშვილის თანამედროვე ვერსია - კუხიანიძე, მოლაპარაკე და მოსიარულე ნაგავი, როგორც ყორღანაშვილმა ხელი დაადო და სპარსელებს დააჭერინა ჩვენი მეფე, აი ასეთი გარეწარია ესეც... წულუკიანზე მწყდება კიდე გული როგორ დეგრადირდა ეს ადამიანი, იუსტიციის მინისტრია და აქეზებს საჯარო მოხელეებს ასეთი სისაძაგლისთვის“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ, საკუთარ Facebook გვერდზე, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორები უწოდა.


close დახურვა