logo
ENG



ელისაშვილი პაპუაშვილს: დიდი მადლობა, შალვა, იმ შრომისთვის, რაც ჩადე საარჩევნო ცვლილებებში

25 ივნ 202114:05
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი პაპუაშვილს: დიდი მადლობა, შალვა, იმ შრომისთვის, რაც ჩადე საარჩევნო ცვლილებებში
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია მოქალაქეების წევრმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ შალვა პაპუაშვილს საარჩევნო რეფორმაზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. დღეს, 25 ივნისს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში  შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელეს.

"ამ მომენტს ველოდით ჩვენ, რომ ყველანი შევთანხმდებით იმაზე, რის გამოც ვილანძღებოდით, ვიცოდით, რომ ეს ისტორიული დღე მოვიდოდა, შევთანხმდებით უმთავრეს რამეზე.

რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების შემდეგ დიდი ბრძოლები გველის რეალურ სასამართლო რეფორმასთან და რეალურ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და კიდევ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვისურვებდი, რომ გარემო და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ასე განსხვავებული პარტიების წარმომადგენლების მხრიდან იყოს ისეთი, როგორიც იყო გუშინ. და ვისურვებდი, რომ ყოველ დღე ვიმუშაოთ ჩენი ქვეყნის უკეთესი დღისთვის", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა ხელისუფლებას არჩევნების შედეგებზე მანიპულაციისთვის სივრცეს მნიშვნელოვნად უზღუდავს და მის მაქსიმალურ სანდოობას უზრუნველყოფს. 

რა იცვლება და როგორ საარჩევნო კანონმდებლობაში - სრულად წაიკითხეთ აქ.


close დახურვა