logo
ENG



ელისაშვილი სააბონენტო სისტემაზე: პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს

23 დეკ 202100:49
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი სააბონენტო სისტემაზე: პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილია ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის გაძვირება და სააბონენტო სისტემის შემოღება რეალურად მგზავრობის გაძვირებაა. პალიტრანიუსის ეთერში ელისაშვილმა განაცხადა, რომ ახალი სტრატეგია გადასახედია.

"გადაიხადეთ, აბა! პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი. მით უმეტეს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს. ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს.

კალაძის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული არის, რომ "მარშუტკები" დატოვა. მაფიოზია ერთი, მაქაცარია, რომლისაც არის "მარშუტკები". სამარცხვინო ტრანსპორტია, რომელსაც გაჩერება საერთოდ არ აქვს ფიქსირებული, "გამიჩერეთი" რომ დადის", - ამბობს ელისაშვილი. მისივე თქმით, სწორედ სამარშრუტო ტაქსების გამო ძვირდება მგზავრობა.

"რა მუნიციპალური ტრანსპორტია დღეს თბილისში? მეტრო, ავტობუსი, რომელიც მერიას ეკუთვნის და "მარშუტკები". ეს "მარშრუტკები" აფუჭებს ყველაფერს. "მარშრუტკების" გამო არის, რომ გაძვირდა. უზარმაზარი დანახარჯი აქვს მეტროსაც, ავტობუსსაც, დოტაციურია ვერანაირად მოგებაზე ვერ არის, მაგრამ სტრატეგიის ამბავია", - აცხადებს ელისაშვილი.

პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება. მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც.

ასევე, ავტობუსით ერთჯერადად მგზავრობისთვის, ბარათის არქონის შემთხვევაში, მგზავრმა ნაღდი ფულის სახით, ასევე 1 ლარი უნდა გადაიხადოს.

სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.

შეღავათიან ფასებში, 20 თეთრად იმგზავრებენ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებ. ასევე, 10 თეთრად იმგზავრებენ სოციალურად დაუცველები. 


close დახურვა