მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძირითადად ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა და ისინი პარლამენტში შესვლის საკითხზე წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკა.
ელისაშვილმა პარტიას მსგავსი კითხვა დაუსვა, რაც მანამდე მას წულუკიანმა.
"ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არა? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატომ სხედხართ? ორ წუთს რატომ ითხოვთ კითხვის დასმისთვის, ერთ წუთს - კითხვის დაზუსტებისთვის? საერთოდ რას აკეთებთ აქ, თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია?" - მიმართა ელისაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას.
2 თებერვალს მსგავსი შინაარსის კითხვა ელისაშვილს წულუკიანმა დაუსვა. მაშინ წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, ტექსტები გვარამიასთან შეეთანხმებინა.
"ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?" - უთხრა წულუკიანმა ელისაშვილს.