მთავრობამ სალომე ზურაბიშვილი ამბასადორიალის მიღმა დატოვა. თბილისში, ტრადიციულად წლის ბოლოს კონფერენციაზე საქართველოს ელჩები არიან ჩამოსული. სალომე ზურაბიშვილი არც ამ შეხვედრაზე მიიწვიეს. ამ ფაქტის გარშემო დიპლომატებს მკაფიო პოზიციის გამოხატვა გაუჭირდათ, არადა მათ დანიშვნაზე ხელი სწორედ ზურაბიშვილსა აქვს მოწერილი. ეს მორიგი შემთხვევაა, როცა მმართველმა ძალამ სალომე ზურაბიშვილის პროცესებიდან გარიყვა სცადა. ბოლო ფაქტი იმ დღეს მოხდა, როცა კანდიდატის სტატუსის მიღება აღინიშნებოდა, პრეზიდენტი კი სცენაზე არ აუშვეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა შეუმდგარი იმპიჩმენტი.
ელჩების კონფერენცია პრეზიდენტის გარეშე
26 დეკ 202320:14
3 წუთის საკითხავი