logo
ENG



ელჩი ისრაელში: დაძაბული ვითარებაა, ვისაც აქვს სტრესი, სამშობლოში გამგზავრებას ვურჩევდი

29 ოქტ 202310:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/29/hmyaoxz5kna1j2v.jpg

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია იქ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და მოქალაქეებს ურჩევს, იმ შემთხვევაში, თუ სტრესული მდგომარეობის ქვეშ არიან, სამშობლოში გაემგზავრონ, რადგან ყველაფერი რამდენიმე თვეში არ დასრულდება. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"გაიხსნა სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადად ის შენობები, სადაც დაცულია თავშესაფარი და შეიძლება, შეიყვანო ბავშვები საჰაერო განგაშის დროს. ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა ამ მდგომარეობაში ვართ.

ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე იყოს გაძლებაზე ამ სტრესში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში. ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს", - აცხადებს ის.

აქვე ის აღნიშნავს, რომ საქართველოსკენ პირდაპირი ფრენები არის - კერძოდ, რეისები სრულდება თელ ავივი-თბილისი, თელ ავივი-ბათუმის მიმართულებით. მისივე განცხადებით, თბილისში დაბრუნება მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ კვიპროსის საშუალებით.


close დახურვა