logo
ENG



ემანუელ მაკრონი თურქეთს ლიბიაში საშიშ თამაშში ადანაშაულებს

23 ივნ 202013:31
3 წუთის საკითხავი
 

ემანუელ მაკრონი თურქეთს ლიბიაში საშიშ თამაშში ადანაშაულებს. განცხადება  საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში, ტუნისელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

მაკრონის თქმით, ოფიციალური ანკარის პოზიცია ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით მიუღებელია. საფრანგეთის ლიდერს მიაჩნია, რომ თურქეთი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის გაფორმებას ხელს უშლის, ამიტომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწოდებს, სამხედრო ინტერვენცია შეწყვიტოს. მაკრონის თქმითვე, ის ამ საკითხზე ტელეფონით დონალდ ტრამსაც ესაუბრა. 


close დახურვა