36 წლის ნოდარ ცხადაძე, რომლის ცხედარიც თბილისის ზღვაზე იპოვეს, სახლში გადაასვენეს. მამაკაცს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სავარაუდოდ, სხვა ადგილას მოკლეს, შემდეგ კი ზღვის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ დრომდე ეძებენ ცხადაძის მეგობარს, ბექა კვიციანს, რომელიც"პატრიოთა ალიანსის" დეპუტატის ემზარ კვიციანის ძმისშვილია.
„გამაგებინებს პოლიციიდან, რომ თქვენი შვილი იმყოფება პროზექტურაში. არაფერი ვიცი. ბავშვობიდან ერთად იყვნენ, მეგობრობდნენ. ხელს ვერ დავადებ, რაც ჩემი თვალით არ მინახავს“, - განაცხადა მოკლულის მამამ, ზურაბ ცხადაძემ.
რაც შეეხება ბექა კვიციანს, დეპუტატმა ძმისშვილის ადგილსამყოფელი არ იცის.
"ერთად იყვნენ და მაგიტომ ფიგურირებს მისი სახელი. სად არის ჯერ არ ვიცით", - განუცხადა "ფორმმულას" სატელეფონო საუბარში ემზარ კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და მასთან ერთად იძებდნენ, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილსაც, ბექა კვიციანს, რომელიც მისი მეგობარია.