"ადგილობრივმა ავიაკომპანია "ლოტმა" გვითხრა, რომ შეუძლიათ ბოინგით ჩაანაცვლონ ჩვეულებრივი თვითმფრინავი, მაგრამ ამისთვის სჭირდებათ საქართველოს ხელისუფლების ნებართვა. რამდენიმე საათში გვითხრას გახარიამ პასუხი",-ასეთია ქართველი ემიგრანტების განცხადება ვარშავის აეროპორტიდან.
როგორც ემიგრანტები "ფორმულასთან" განმარტავენ, აეროპორტის ტერიტორიიდან წასვლას არ აპირებენ და თუ მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება, მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს.
"აქ ვართ ასობით ადამიანი. პასუხი არ აქვს არც ხელისუფლებისგან და არც საელჩოსგან. აეროპორტში არ გვაჩერებენ და გარეთ ველოდებით. აქ არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები. ვთხოვთ ხელისუფლებას მოხდეს ჩვენი გამოფრენა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავიშლებით და მივმართავთ უკიდურეს ნორმებს- შიმშილობას. 3 აპრილის ფრენაზე რატომღაც მხოლოდ 25 ბილეთი გაიყიდა სალაროში და დანარჩენი სად წავიდა არ ვიცით. ჰოსტელში ძალიან ცუდი პირობებია. ერთი კვირის ვადა გვაქვს მხოლოდ იქ ყოფნის და არ ვიცით მერე რა მოხდება. არ არსებობს გარანტია, რომ იქ დაავადებას არ ავიკიდებთ, ამიტომ გვირჩევნია ვიყოთ ქუჩებში. ჩვენ მზად ვართ შევიძინოთ ბილეთები ჩვენი სახსრებით, უბრალოდ ვითხოვთ მთავრობამ რომ დაუშვას დიდი ბოინგი და არ შეცვალოს მგზავრობის ფასი",-აცხადებს ერთ-ერთი ემიგრანტი.