5-დღიანი ძებნის შემდეგ ნეაპოლში დაკარგული ქართველი ქალი, სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს.
ინფორმაცია დედის ახლობლებმა ფორმულას დაუდასტურეს.
ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ემიგრანტების შემდეგ ინფორმაცია რომში საქართველოს საკონსულომაც დაადასტურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულო ხაზზეა ნეაპოლის საგამოძიებო უწყებასთან. სწორედ იტალიელმა სამართალდამცველებმა დაუდასტურეს საქართველოს მოქალაქის პოვნა.
27 წლის ქალი იტალიაში სამუშაოდ არის წასული. ამავე ქვეყანაში, თუმცა, სხვა ქალაქში მუშაობს მისი დედაც.
სალომე ტეტუნაშვილი 22 იანვარს გაუჩინარდა. ემიგრანტების თქმით, პოლიციას ამის შესახებ იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ის მუშაობდა.
25 იანვრის საღამოს იტალიაში მცხოვრები და მომუშავე ქართველი ქალები შეიკრიბნენ როგორც ტეტუნაშვილის სამუშაო სახლთან, ასევე პოლიციასთან და კარაბინიერებს დაკარგული ქალის მოსაძებნად უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.