logo
ENG



ემიგრანტების ფორუმზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის, როგორც ემიგრანტის, ღვაწლი აღნიშნა

28 მაი 202113:01
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი ემიგრანტებისთვის მიძღვნილ ფორუმზე ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, როგორც ყოფილ ემიგრანტის, განსაკუთრებული როლი და დამსახურება "დიდი გულისხმიერებითა და დიდი გულწრფელობით" აღნიშნა. 

"მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულისხმიერებითა და ძალიან დიდი გულწრფელობით", - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

ქართველი ემიგრანტებისთვის გამართულ ფორუმს პრემიერმინისტრის გარდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე ემიგრანტებს დისტანციურად მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. 


close დახურვა