სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო ძალებზე ე.წ გამშვები პუნქტის მთლიანი მოსახლეობისთვის გასახსნელად, ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5-დღიანი კარანტინის მოხსნაზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს.
7 აპრილს ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი მდინარის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ.