logo
ENG



ენდელაძე: 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დადასტურდა, 360 - აჭარაში

19 ოქტ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 
ენდელაძე: 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დადასტურდა, 360 - აჭარაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში გამოვლინდა, 360 - აჭარაში. 

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი ცნობით, 99 იმერეთში დადასტურდა, 78 ქვემო ქართლში, 73 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 46 კახეთში, 25 გურიაში, 15 მცხეთა-მთიანეთში, 15 შიდა ქართლში, ხოლო 7 სამცხე ჯავახეთში. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.


close დახურვა