logo
ENG



ენდელაძე: 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარაში გამოვლინდა, 38 იმერეთში, 32 - თბილისში

28 სექ 202011:02
3 წუთის საკითხავი
 
ენდელაძე: 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარაში გამოვლინდა, 38 იმერეთში, 32 - თბილისში

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარაში გამოვლინდა, 38 იმერეთში, 32 კი თბილისში.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი ცნობით, 16 გურიას უკავშირდება, 14 - სამეგრელო-ზემო სვანეთს, 11 სამცხე-ჯავახეთს, 7 ქვემო ქართლს, ხოლო 4 კახეთს.

ენდელაძის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში 3 498 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მისი თქმით, 25 კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათგან 22- მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ქვეყანაში დღეს, 28 სექტემბერს 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 4 595 ტესტი ჩატარდა.


close დახურვა