logo
ENG



ენდელაძე: 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 - თბილისში

08 ოქტ 202011:13
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 - თბილისში.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი თქმით, 68 შემთხვევა იმერეთს უკავშირდება, 8-8 სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს, 6 - შიდა ქართლს, ხოლო 5-5 კახეთსა და მცხეთა-მთიანეთს.

ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში 4 672 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მისი თქმით, 60 კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათგან 59 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 


close დახურვა