თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში გამოვლინდა, 189 - აჭარაში.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი თქმით, 150 იმერეთში დადასტურდა, 12 შიდა ქართლში, 11 ქვემო ქართლში, 9 მცხეთა-მთიანეთში, 6 გურიაში, 3 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 2 კახეთში, 1 კი სამცხე-ჯავახეთში.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა.