logo
ENG



ენდელაძე: არ მინდა მორწმუნეებს კატეგორიულად ვუთხრა - არა

22 მარ 202022:37
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე მოქალაქეებს იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს. ამის შესახებ მან გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ისაუბრა.

მარინა ენდელაძე გადაცემაში ასევე, საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, ზიარების წესთან დაკავშირებით. ენდელაძის განცხადებით ეკლესიაში გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს რასაც ისინი გასცემენ.

„არ მინდა, რომ მორწმუნეებს კატეგორიულად ვუთხრათ - არა. რწმენა იმდენად დიდი რამ არის, მასზე არაფრით არ შეიძლება საუბარი. გვყავს ისეთი პატრიარქი, მაღალი ინტელექტით დაჯილდოებული და იქაც (საპატრიარქოშიც) არიან ისეთი მეცნიერებიც, რომლებიც ამას თვითონ გადაწყვეტენ, იმ რეკომენდაციების ფარგლებში, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ. ახლა არის ძალიან რთული სიტუაცია უამრავი ვირუსული ინფექციაა და ამისგანაც დავიცავთ თავს თუ ამ წესებს დავიცავთ“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 3 გამოჯანმრთელებულია და გაწერილია კლინიკიდან.

2020 წლის 21 მარტს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევეციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.

 


close დახურვა