logo
ENG



ენდელაძე: აქტიური შემთხვევებიდან 17 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

25 სექ 202011:24
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 3000 აქტიური შემთხვევაა, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, აჭარაში კორონავირუსის ახალი, 165 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 27, კახეთში - 6, თბილისში -43, სამეგრელო-ზემოსვანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 4, ქვემო-ქართლში - 3, ხოლო შიდა-ქართლში - 2.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 27.


close დახურვა