logo
ENG



ენერგო-პრო ჯორჯია: ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

28 დეკ 202013:42
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა "სამწუხაროდ აუცილებელია". კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი, დიდი ხანია, ვერ ანაზღაურებს "დრამატულად გაზრდილ ხარჯებს", ელექტროენერგიის შესყიდვის, თუ სხვა მიმართულებებით.

"უკვე 10 თვეა,მწვავე ფინანსურ კრიზისში ვართ, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი.

მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

მისივე განცხადებით, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა და სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური.


close დახურვა