logo
ENG



ენერგოატომი: რუს სამხედროებს, ვინც ჩერნობილში იყვნენ, რადიაციის ნიშნები გამოუვლინდებათ

10 აპრ 202211:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/0a6hbvh0hhyy8xd.jpeg
Sean Gallup / Getty Images

უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის დირექტორი პეტრო კოტინი აცხადებს, რომ რუს სამხედროებს, ვინც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს 1 თვეზე მეტი გაატარეს რადიაციის ნიშნები აუცილებლად გამოუვლინდებათ.

ენერგოატომის ექსპერტებმა, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, გაზომა რადიაციის დონე ჩერნობილის აკრძალულ ზონაში არსებული წითელი ტყის იმ ნაწილში, სადაც რუსმა სამხედროებმა თხრილები გააკეთეს და გამაგრებების აშენება სცადეს.

კომპანია საუბრობს სხვადასხვა ტიპის დასხივების დონეზე, რაც რუს სამხედროებს ჩერნობილში შესაძლოა მიეღოთ.

მათი ინფორმაციით ამ ტერიტორიაზე გამა რადიაციის ფონი იყო 3.2 – 4 მიკროზივერტი საათში, რაც ნორმაზე 10-15-ჯერ მეტია.

„ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც ქმნის შინაგან დასხივებას, რაც ადამიანმა შესაძლოა  მიწის ზედაპირიდან მიიღოს (ბეტა დაბინძურება), გაზომვის ადგილებში 90 ზივერტი იყო, რაც ნორმაზე 160-ჯერ მეტია“, - აცხადებს ენერგოატომი.

ენერგოატომის ინფორმაციით, ბირთვული საწვავის ნაწილები, რასაც გრაფიფიტის ქვა ასხივებს, ტყის ამ ნაწილში 40-80 სმ-ის სიღრმეზეა დამარხული და ალფა რადიაციის წყარო შეიძლება იყოს. სხეულში მოხვედრის შემთხვევაში, ასეთი ნაწილაკები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე გამა ან ბეტა რადიაცია.

ენერგოატომის ინფორმაციით რუსი ჯარისკაცების მიერ გათხრილი სანგრები 40-80 სმ-ზე ღრმაა.

ენერგოატომის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა რუს სამხედროს, ვინც „წითელ ტყეში“ თვეზე მეტი გაატარა, სხვადასხვა სიმძიმის რადიაციული ავადმყოფობა გამოუვლინდება.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, რადიაციის ალფა ნაწილაკები კანის ქვეშ ვერ აღწევენ, მაგრამ გამა და ბეტასთან შედარებით შინაგანი დაზიანების ყველაზე დიდი წყაროა. რადიოაქტიური მასალები, რომლებიც ალფა  ნაწილაკებს გამოყოფენ ყველაზე საზიანოა თუ ადამიანის ორგანიზმში ყლაპვის, ჩასუნთქვის ან შეწოვის შედეგად მოხვდება.

ბეტა ნაწილაკებს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლიათ კანში შეღწევა და იწვევენ "ბეტა დამწვრობებს".

გამა სხივები კი მთელი სხეულისთვის ქმნს საფრთხეს. გამა დასხივებას შეუძლია მარტივად შეაღწიოს ბარიერებში მათ შორის ტანსაცმელსა და კანში. გამა დასხივებას ქსოვილებისა და დნმ-ის დაზიანება შეუძლია.


close დახურვა