logo
ENG



ენზელ მკოიანის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

10 აგვ 202016:23
3 წუთის საკითხავი
 
w9hhb8ikvpglawp.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენზელ მკოიანის საქმეზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო. 

კერძოდ, როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლი მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას გულისხმობს.

ცნობისთვის, მკოიანის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აშანტაჟებენ და მოკვლით ემუქრებიან.

მისი თქმით, მკოიანს ორჯერ, სხვადასხვა სოციალურ ქსელში დაურეკეს.

 


close დახურვა