ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოდიან ინიციატივით დედაქალაქში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ უკრაინის თავისუფლების დასაცავად დაღუპულ ქართველ გმირთა სკვერი და მემორიალი დაარსდეს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა ილაპარაკეს. საკრებულოს წევრები დედაქალაქის საკრებულოს მიმართავენ თხოვნით, დაჩქარებული წესით მოიძიონ უსახელო სკვერი და ტერიტორიაზე ქართველ გმირთა მემორიალი განათავსონ.
"უმნიშვნელოვანესია დედაქალაქში არსებობდეს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ უკრაინის თავისუფლებისათვის დაღუპულ ქართველ მებრძოლთა სკვერი და მემორიალი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ოჯახებისთვისა და ახლობლებისთვის, უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა მომავალმა თაობამ საკუთარი გმირების შესახებ. აქედან გამომდინარე ვთხოვთ სახელდების კომისიას, დროულად მოხდეს სკვერის მოძიება, შესაბამისი მემორიალის დადგამ და სახელდება", - ამბობს გიორგი ონიანი.