logo
ENG



ენმ-ის ოფისთან კარვები გაშლილია, სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობას იწყებენ

21 დეკ 202123:56
3 წუთის საკითხავი
 
ენმ-ის ოფისთან კარვები გაშლილია, სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობას იწყებენ
ფოტო: ნატა ჭელიშვილი/ფორმულა

ენმ-ის ოფისთან კარვები გაშლილია.

ადგილზე უკვე მივიდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილი. 

ისინი შიმშილობას იწყებენ. 

აქტივისტები ამბობენ, რომ ნიკა მელიას მიერ გახმოვანებული განცხადება მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ მოულოდნელი იყო, თუმცა, პროტესტის ამ ფორმისთვის მზად არიან. 

დღეს, 21 დეკემბერს, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყება. 

მელიას თქმით, შიმშილობა უვადოდ გაგრძელდება მანამ, სანამ  "ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება". 

მისივე თქმით, ჯერ უცნობია, რამდენი ადამიანი იშიმშილებს, თუმცა, ამ ეტაპზე ამისთვის მზადყოფნას 300-ზე მეტი მხარდამჭერი გამოთქვამს. 

 


close დახურვა