ნაციონალური მოძრაობის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ადგილზე შეკრებილებს შორის დაპირისპირებაა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარტიის შენობიდან მოქალაქეები იძულებით გამოიყვანეს. შენობიდან გაყვანილებს შორის არიან ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე შენობის პირველი სართულზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ზედა სართულებზე ასვლას და პარტიის თავმჯდომარის დაკავებას ცდილობენ.