logo
ENG



ენმ-ის ოფისთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული

18 თებ 202110:47
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდნენ. 

ენმ-ის ოფისში შეკრებილები ელოდებიან, რომ დღეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დაიწყება ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია. მელიას მხარდამჭერების აზრით, სწორად ამიტომ იმყოფებიან სასწრაფო დახმარების მანქანები ენმ-ის ოფისთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 17 თებერვალს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეცვალა. ბრალდება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

 


close დახურვა