logo
ENG



ენმ-ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

27 თებ 202117:22
3 წუთის საკითხავი
 
რადიო თავისუფლება

ენმ-ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

​ისინი განიხილავენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც მომდევნო კვირას გაიმართება. 

გეგმებში შედის სამთავრობო შენობების პიკეტირება და სირცხვილის დერეფნები. 

დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტია. ოპოზიცია მსჯელობს ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი მიშელს მიაწვდიან. 

როგორც ამბობენ, მათ ექნებათ კონკრეტული გზავნილები შარლ მიშელთან, მათ შორის მთავარი იქნება ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვა. ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. 

შარლ მიშელი წავა საოკუპაციო ხაზთანაც


close დახურვა