მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილი, ლუკა ბიძინაშვილი პოლიციელმა დააკავეს.
უცნობია, რატომ დააკავეს ან სად წაიყვანეს ლუკა ბიძინაშვილი.
ახალგაზრდა კაცს ტელეფონი აქვს გამორთული.
"სოფელში გააჩერა თეთრი ფერის შკოდამ. მოიკითხეს, რომელი ახალგაზრდა იყო ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი. ამის შემდეგ დაუძახეს მას, მოკიდეს ხელი, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ტელეფონიც გამორთულია. მშობლებიც ეძებენ". - ამბობს ენმ-ის გორის ორგანიზაციის წევრი.
"სოფელში, უბანში იყო გასული. მისმა მეგობარმა მითხრა, რომ პოლიციის მანქანა იყო, გვარი გამოკითხეს და ისე დააკავეს. დიდი ალბათობით, პოლიტიკური თემა იქნება, სხვა რა უნდა იყოს". - ამბობს მამა, ლევან ბიძინაშვილი.