logo
ENG



ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავენ

06 თებ 202323:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/07/hcxest5tymn5vbh.png

ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავენ.

ისინი მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც აქციამდე გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის და "ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება". ამასთან, პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.


close დახურვა