ნაციონალური მოძრაობის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის წევრი კარანტინში მოათავსეს.
პარტიის წამომადგენლები ადასტურებენ, რომ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა ისინი კარანტინში მხოლოდ 1 კვირის შემდეგ გადაიყვანეს, რის გამოც ეჭვობენ, რომ მომხდარი მათ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.
ნაციონალური მოძრაობის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე აცხადებს, რომ ინფიცირებული პირის მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდათ თვითიზოლაციაში დატოვეს, თუმცა ენმ-ის წევრები კარანტინში გადაიყვანეს.
"წინასაარჩევნოდ ხდება, იმიტომ რომ იმ ადამიანის მეგობრები და ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში დატოვეს. როცა ჩვენ გვქონდა საშუალება და მე პირადად, რომ ვყოფილიყავი თვითიზოლაციაში მითხრეს უარი და დიდი სიხარულით გამომისტუმრეს აქეთ". -აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე დავით ბალიაშვილი.