logo
ENG



ენმ-ის წევრები პარლამენტში მივიდნენ, სხდომაზე სიტყვით ნიკა მელია გამოვა

08 ივნ 202116:12
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის წევრები პარლამენტში მივიდნენ. ისინი საპარლამენტო საქმიანობას აახლებენ ისე, რომ ხელს არ აწერენ შარლ მიშელის შეთანხმებას. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოვა. 

ენმ-ის ფრაქციაში 32 დეპუტატი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.


close დახურვა