logo
ENG



ენმ-ს აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე აქციიდან გამოკითხვაზე გადაიყვანეს

11 ოქტ 201920:52
3 წუთის საკითხავი
 
ubcg6cprm5gywwp.jpg

"ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია ჯანდაცვის სამინისტროს წინ მიმდებარე აქციიდან სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

როგორც "ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, შენგელია დაკავებული არაა და ის უბრალოდ გამოკითხვაზეა გადაყვანილი. 

"დაკავებული არაა. არეულობას გაარიდეს. ის, უბრალოდ, გამოკითხვაზეა გადაყვანილი და არა დაკითხვაზე," - განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებში შეკრებილი არიან დევნილები და შესასვლელი გადაკეტილი აქვთ. ისინი საცხოვრებელი ფართის მიღებას ითხოვენ.


close დახურვა