logo
ENG



ენმ-ს ოფისზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

01 ივნ 202412:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/01/s3yatiprzek65vs.jpg

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

გვიან ღამით ათეულობით ნიღბიანი პირი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ოფისს ხის დიდი ჯოხები დაუშინეს, ასევე, ისროდნენ ქვებს. ჩამსხვრეულია ცენტრალური ოფისის მინები. ამასთან, დაზიანებულია ინვენტარი. 

პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მისივე განმარტებით, შემთხვევის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის თვითონ და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

 

 


close დახურვა