logo
ENG



ენმ-ს წევრ ოთარ სირაძესა და ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა

04 ივლ 202023:16
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ სირაძე ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ვიდეომასალას Facebook-ზე ახალგაზრდა მწვანეების წევრი მარიამ ვაცაძე აქვეყნებს.

როგორც მარიამ ვაცაძე წერს, ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენლები ონში ჰესების საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდნენ. მათი მხრიდან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გამოჩენის გაპროტესტებას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

„დღეს, მწვანეები ვიყავით ონში ჰესების საწინააღმდეგო აქციაზე. ამ აქციაზე ასევე იყოფებოდა 2005-2008 წლებში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი, ოთარ სირაძე. აქციაზე ახალგაზრდა მწვანეებმა გავაპროტესტეთ პარტიების აქციაზე გამოჩენა. როდესაც სახლში მივდიოდით, ეს ადამიანი და მისი ძმა მანქანით მოგვიახლოვდნენ, გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. მალევე გადმოვიდნენ მანქანიდან და ნიკოლოზ ბაქრაძეს თავს დაესხნენ, რაც ამ ვიდეოშიც ჩანს. თავდასხმა გაგრძელდა ვიდეოს მიღმაც.

იურისტებს და ჟურნალისტებს დავუკავშირდით უკვე. ნიკოლოზი ახლა კარგადაა“, - წერს მარიამ ვაცაძე.


close დახურვა