logo
ENG



ენმ-ს წევრი არც დღეს ვარ და არც მომავალში ვიქნები-ბაჩო ახალაია

28 ოქტ 201912:12
3 წუთის საკითხავი
 
nragkz3zckybgxc.jpg

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ციხიდან გამოსვლის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნებას არ აპირებს. ე.წ მატროსოვის ციხიდან მან ინტერვიუ საგენტო ინტერპრესნიუსს მისცა. ახალია აცხადებს, რომ "ნაციოალური მოძრაობის" მხარდამჭერად რჩება. ის ციხეში 2012 წლიდან იმყოფება. 

"რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი ვიყავი ისე, რომ არასდროს ვყოფილვარ პარტიის წევრი ფორმალურადაც კი, რომ არაფერი ვთქვა რაიმე პარტიულ თანამდებობაზე. მიზეზი ყოველთვის მარტივი იყო - არასდროს მქონდა ინტერესი უშუალოდ პარტიული საქმიანობისადმი და ვფიქრობ, არც არასდროს მქონია შესაბამისი უნარები. შესაბამისად, პარტიის წევრი ფორმალურად არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ გაწევრიანებას. მის მხარდამჭერად და ამომრჩევლად კი, მომავალშიც ისევე დავრჩები, როგორც დღეს ვარ",-განაცხადა ახალაიამ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.


close დახურვა