logo
ENG



ენმ: აცრილებს უნდა გაუუქმდეთ კომუნალური გადასახადები და გაუნახევრდეთ ტრანსპორტის ფასი

26 აგვ 202113:08
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინიციატივით გამოდის, რომ ხელისუფლებამ სრულად აცრილი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიებები დაიწყოს, მათ შორის, 3 თვით გაუუქმონ მათ კომუნალური გადასახადები, ასევე გაუნახევრონ ტრანსპორტის ფასი და სხვა. ეს ინიციატივები ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ 26 აგვისტოს ბრიფინგზე გააჟღერა. 

  • "აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები სამი თვით და ამით წავახალისოთ ოჯახები;
  • ასევე, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
  • აუცილებელია, სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის დახმარება და ამითაც დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვეს მათი რიცხვი, ვინც უმძიმესი დელტა შტამისგან დაცულები იქნებიან;
  • სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია, რაც, ასევე არის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ ვაქცინაციაში, მივიდნენ მათთან ბრიგადები და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია;
  • გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი", - განაცხადა ხატია დეკანოძემ.

მანვე მოუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დამატებით შემოიტანონ ვაქცინები "ბუსტერ" დოზებისთვის. 


close დახურვა