logo
ENG



ენმ: რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილმა, ღიად და დაუფარავად დაგვიანონსეს სიკვდილი და ძალადობა!

27 ივნ 202323:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/t1w5ikd5aw8rv24.jpg

ნაციონალური მოძრაობა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე და ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელზე დავით ოსიყმაშვილზე თავდასხმებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურება.

ენმ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა ოცნებამ ღიად და დაუფარავად დააანონსა სიკვდილი და ძალადობა! 

"ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მომავლისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა!

ძალა ხალხშია!", - აღნიშნულია ენმ-ის განცხადებაში.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

ამასთან, დღეს თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს.


close დახურვა