ოპოზიცია ზედამხედველობის სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებით, სამშენებლო კომპანია, რომლის მფლობელიც ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი უფროსის ძმა არის სამშენებლო სამუშაოებს დარღვევით აწარმოებს.
საქმე ეხება ქავთარაძის 56 ნომერში მშენებარე კორპუსს, რომელსაც შპს „ნიუ გრუპ +“ - ი ახორციელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ბევრი დარღვევისა კომპანიას მხოლოდ იმიტომ არ აჯარიმებენ, რომ ფლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანის, გიორგი ბაგრატიონის ძმაა.
„როცა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო ამ მშენებლის ლაშა ბაგრატიონის ძმა, ბატონი გიორგი ბაგრატიონი, მაშინ გაიცა მშენებლობის ნებართვა. დღეს ეს კაცი არის შინაგან საქმეთა სამინსიტროში მაღალი თანამდებობის პირი და არის დაცვის პოლიციის უფროსი. შესაბამისად მისი ძმა რომ ამახინჯებს ქალაქს, არღვევს კანონებს, რა თქმა უნდა ეპატიება. მაშინ, როდესაც ნებისმიერ სხვა გადაცდომაზე ნებისმიერ სხვა ბიზნესმენს დააჯარიმებდნენ. ეს არის კორუფციის კლასიკური მაგალითი“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვიმა.
პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ კორპუსის მშნებელობა 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მშენებლობის მიმდინარეობისას რამდენიმე ცვლილება შევიდა პროექტში, მაგალითადდ დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მშენებლობის დროს უნდა დაეპატარავებინათ კედლები, რათა აივნები ჩაესვათ.
„კორპუსი, რომელიც ფაქტირუად დამთავრებული იყო, კალაძემ მისცა ნებართვა, რომ დაენგრიათ ეს კედელი და დამთავრებულ კორპუსში ჩაესვათ ფანჯრები. ეს სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების ნირმების დარღვევით, თუმცა ეს არის ერთადერთი დარღვევა. 2017 წლიდან მიდიოდა ამ შენობის მშენებლობა, მთელი რიგი დარღვევები იყო ამ დროის განმავლობაში, მაგრამ მუნიციპალური ინსპექცია ხუჭავდა თვალს, იმიტომ რომ ამ კომპანიის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები. სხვა ნებისმიერი კომპანია რომ ყოფილყავით, რომელსაც „პატრონი არ ჰყავს“ თქვენ გაგაჩერებდნენ და დაგაჯარიმებდნენ ათასობით ლარით“,-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
ოპოზიციის ბრადებებს შპს „ნიუ გრუპ +“-ის წარმომადენელი გამოეხმაურა. ზურაბ ნერგეტაძე ადასტურებს, რომ კორპუსის მშენებლობისას პროექტში რამდენიმე ცვილება შევიდა, თუმცა როგორც ნერგეტაძე განმარტავს ეს კანონდარღვევით არ მომხდარა.
„რაც შეეხება, ამჟამად მიმდინარე მშენებლობას, რომელიც ფანჯრების გაჭრას ეხება ამაზე განხორციელდა პროექტის კორექტირება, რომელიც რამდენჯერმე კეთდება ხოლმე და მიღებული პარაქტიკა არის მშენებლობის პროცესში. დეველოპერი იქნება, დამკვეთი თუ მესაკუთრე, შეუძლია განახორციელოს პროექტის კორექტორება და მოარგოს იმ გარემოებებს, რაც შეესაბამება მის ინტერესებს და ეს არ უნდა ცდებოდეს კანონებს. არაფერი უკანონობა არ არის შესაბამისი უსაფრთხოების ზომა არის დაცული, მხოლოდ მტვერთან დაკავშირებით შეიძლება ვინმე შემოგვედაოს, ისიც ნალესის მტვერი შეიძლება მიმოიფრქვას. ლაშა ბაგრატიონის ძმა კი არის, მაგრამ ის ოჯახის წევრად არ ითველება “,-განაცხადა ზურაბ ნერგეტაძემ.
ქავთარაძის 56 ნომერში მრავასართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა 2017 წელს გაიცა, მშენებლობა 2018 წელს დაიწყო , ექსპლუატაციაში კი ის 2020 წლის ბოლოს შევა.