logo
ENG



ენმ: ჩვენი კვლევით, რუსთავში, ბათუმში, თელავსა და ქუთაისში ოცნება 35%-საც კი ვერ სცდება

25 აგვ 202115:56
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შიდაპარტიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა ოთხ დიდ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში ჩატარდა. 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ხვედელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზემოთ ხსენებულ ქალაქებში ქართული ოცნების რეიტინგი 35%-ს ვერ ცდება. 

"ქართული ოცნება ვერ ცდება 35%-საც კი ვერც ერთ ქალაქში. ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატები თითქმის ყველა ოლქში იქნებიან მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატებთან ერთად. ჩვენი პარტიის კანდიდატები რუსთავში და თელავში ლიდერობენ დამაჯერებლად", - ხვედელიანმა.

მისი თქმით, კვლევის შედეგები ასეთია: 

პარტიული რეიტინგები თელავში (ალოკაცია) : ენმ- 36%, საქართველოსთვის - 10%, სხვა პარტიები: 20%, ქართული ოცნება: 34%

თელავის მერობის კანდიდატების რეიტინგი (ალოკაცია): გიორგი ბოტკოველი (ენმ) - 40,22%, ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება) - 36,12%

პარტიული რეიტინგები ქუთაისში (ალოკაცია) : ენმ - 32%; საქართველოსთვის - 10%; სხვა პარტიები: - 24%; ქართული ოცნება- 35%

ქუთაისის მერობის კანდიდატების რეიტინგი (ალოკაცია) : იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება)  - 41%; ხატია დეკანოიძე (ენმ) - 38%

პარტიული რეიტინგები რუსთავში (ალოკაცია) : ენმ - 31%; საქართველოსთვის - 11%; სხვა პარტიები - 24%, ქართული ოცნება- 34%

რუსთავის მერობის კანდიდატების რეიტინგი (ალოკაცია) : დავით კირკიტაძე (ენმ) - 41,01%, ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) - 36,89%;

პარტიული რეიტინგები ბათუმში (ალოკაცია) : ენმ - 29%, საქართველოსთვის - 11%, სხვა პარტიები - 27%, ქართული ოცნება- 33%

ბათუმის მერობის კანდიდატების რეიტინგი (ალოკაცია): გიორგი კირთაძე (ენმ) - 35%, არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) - 37%.

კვლევის პერიოდი 6-11 აგვისტოს მოიცავს, ცდომილება 3%-ს შეადგენს. თითოეულ ქალაქში გამოკითხულია 600 ადამიანი. რესპონდენტებთან გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით წარიმართა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.


close დახურვა