"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დავით კირკიტაძე და ზაალ უდუმაშვილი ქალაქ რუსთავში ჩივიაშვილების ოჯახში იმყოფებოდნენ, სადაც მათ პარტიის ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს, რომელიც საქართველოს მოქალაქისთვის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. კერძდ, 1000 ლარი -18 წელს ზემოთ მოქალაქეს, ხოლო 500 ლარი - 18 წლამდე ბავშვების მხარდაჭერა.
"ბევრმა მოქალაქემ დაკარგა შემოსავალი და ძალიან გაუჭირდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ხელისუფლებამ კი მოიგონა რაღაც ბარიერები და ვითომ ფინანსური დახმარება, რომელშიც ვერ ხვდება ათასობით ადამიანი, ათასობით რუსთაველი. ჩვენ ვართ ერთ-ერთ ასეთ ოჯახში, რომელსაც ჰქონდა შემოსავალი და ახლა არაფერი არ აქვთ, ძალიან უჭირთ. სწორედ ამიტომ, რომ არ შეიქმნას ბარიერები და სამართლიანად განაწილდეს ის თანხა, რაც სახელმწიფოს აქვს, სწორედ ამას ემსაუხრება ჩვენი ინიციტივა",-აცხადებს დავით კირკიტაძე.
პანდემიის შედეგად მიღებული ზარალის ერთადერთ გამოსავალად ოპოზიცია სწრედ ფინანსურ დახმარებას ასახელებს. მათ შორის ზაალ უდუმაშვილის თქმით, სხვა შემთხვევაში მოქალაქეებს გაუჭირდებათ არსებული პერიოდის გადაგორება.
"დღეს, ახლავე მოსახლოებას უნდა მიეცეს ფულადი დახმარება, რაც ერთადერთი გამოსავალია ამ პანდემიის დროს. 1000 ლარი ყველა ზრდასრულს და 500 ლარი- ყველა ბავშვს. ესაა სწორედ ის თანხა, რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ეს პერიდოი გადააგორონ",-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
აღსანიშნავია, რომ რუსთავში მცხოვრები ჩივიაშვილების ოჯახი გახლდათ თვითდასაქმებული და პანდეემის დროს მათ შემოსავლის წყარო დაკარგეს. ხელისუფლების მხრიდან ისინი ვერანაირ დახმარებას ვერ უღებენ, რადგან სპეციალურ პროგრამაში ვერ მოხვდნენ.
"7 დედა-შვილი ვართ, თვითდასაქმებულები, მყავს ავადმყოფი, ეპილეფსიანი ბიჭი, დავყვები მას და არანირ პროგრამაში არ მოვხდვით, რადგან ცნობას ვერსაც ვერ ავირებ. ეს ფულადი დახმარება აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიამა იარსებობს",- აღნიშნავს ჩივიაშვილი.