logo
ENG



ენმ ზაზა აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

04 მაი 202017:27
3 წუთის საკითხავი
 
wwijp3386sricac.png

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავარ პროკურორს მიმართა, რათა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხემძღვანელ ზაზა აბაშიძის მიმართ, მის მიერ სოციალურ ქსელში ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაზე საჯარო მოწოდებასთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს აბაშიძე „ქართული ოცნების“ სახეა.

„საწუმხაროა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ძმების, საქართველოს აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების მიამრთ სოციალურ ქსელებში ხორციელდება აგრესიის შემცველი განცხადებები. ასეთ განცხადებებში კონკრეტული საჯარო პირები არიან შემჩნეულები. თქვენ იცით, რომ ორ მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა აბაშიძე ფეისბუქში ავცელებდა ერთ-ერთი სოფლის აზერაბაიჯანული ეთნიკური მოსახლეობის მიმართ ეთნიკური შუღლის შემცველ განცხადებებს. ბუნებრივია, ეს ქმედება დამამძიმებელია მისი საჯარო სტატუსიდან გამომდინარე. პირდაპირ სახეს წარმოადგენს „ქართული ოცნების“.

მოვითხოვთ პროკურურატურისგან 279-ე პრიმა მუხლის შესაბამისად ამ პირის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან ამ ტიპის განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.


close დახურვა