logo
ENG



ენტონი ბლინკენი ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

03 ნოე 202313:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/03/p9zmk5r23hh761v.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ისრაელის საგარეო პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. 

ნეთანიაჰუს ოფისმა სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ისრაელის სხვა მაღალჩინოსნებთანაც. 

დღეს, 3 ნოემბერს ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ეს ჰამასის თავდასხმის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მესამე ვიზიტია ისრაელში. 

ბლინკენმა გუშინ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბარი და იმ ნაბიჯებზე მსჯელობაა, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უნდა გადაიდგას.

სახელმწიფო მდივანი ასევე გეგმავს განიხილოს ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების საკითხი, ასევე ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი და ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების თემები.

ბლინკენი და აშშ-ის ახალი ელჩი, ჯეკ ლუისი თელ-ავივში დღეს ჩავიდნენ. ეს სახელმწიფო მდივნის მესამე ვიზიტია ჰამასის თავდასხმის შემდეგ. 

 

 


close დახურვა