logo
ENG



ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტის შემდეგ ეგვიპტეში ჩავიდა

20 აგვ 202415:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/20/vwca2ol0i0zqqd0.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტის შემდეგ ეგვიპტეში ჩავიდა.

როგორც ცნობილია, ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბადრ აბდელატთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ბლინკენი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ისრაელში 18 აგვისტოს ჩავიდა. ომის დაწყებიდან ეს რეგიონში ბლინკენის მე-9 ვიზიტი იყო.

მისი განცხადებით, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეხვედრისას დაუდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

მისი თქმით, ის ნეთანიაჰუს ესაუბრა და დაჰპირდა, რომ ისრაელს ირანის საფრთხისგან დაიცავს. ირანი ჰამასის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ისრაელის მთავარი მტერია. 

 


close დახურვა