ემიდემიოლოგიური ვითარების უკიდურესად დამძიმების ფონზე, ქვეყანა უარესი სცენარისთვის ემზადება. თბილისში საველე ჰოსპიტალს ხსნიან. პაციენტებისთვის საწოლები უკვე დადგეს დიღმის სპორტული კომპლექსის ერთ-ერთ დარბაზში. დედაქალაქის საავადმყოფოები, ინფიცირებულთა გაზრდილ ნაკადს ვეღარ უმკლავდებიან, ამიტომაც ჯანდაცვის უწყება თადარიგს იჭერს. კვლავ მზარდია, კოვიდ 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 4 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა 35 პაციენტი
ეპიდვითარება ისევ მძიმეა, თბილისში საველე ჰოსპიტალს ხსნიან
15 აგვ 202120:08
3 წუთის საკითხავი