logo
ENG



ეპიდვითარების გამო, სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს

09 აგვ 202118:42
3 წუთის საკითხავი
 
ეპიდვითარების გამო, სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო სალომე ზურაბიშვილი აუქმებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას, ასევე არ მიიღებს მონაწილეობას მასშტაბურ ღონისძიებებში. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

9 აგვიტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური 9.54%, ბოლო 14 დღის - 8.74% ხოლო 7 დღის - 9.75%.


close დახურვა