logo
ENG



ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკურ პარტიებს: წესიერად მოიქეცით, არ გწამთ ღმერთის გასაგებია

06 მაი 202013:53
3 წუთის საკითხავი
 

"მოდით და კაცობაში შეგვეჯიბრებით, რაში შეგვეჯიბრებით",- ასე მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა პოლიტიკურ პარტიებს. მისი თქმით, დღეს ისინი საზოგადოებას ღმერთის საპირისპიროდ წასვლას თხოვენ და ცდილობენ, ეკლესიას დააშორონ. 

"ჩვენთან ვინც დააშავა მორწმუნეობის მისამართით, ღმერთს ვთხოვ რომ ყველას შეუნდოს. ადამიანი, რომელიც ლაპარაკობდა იმაზე, რა კარგიაო, ნაკეთი კაცია. საკამოდ ინტელექტუალური ოჯახიდანაა და რამდენი აჰყვა მაგათ. მოდით და კაცობაშ შეგვეჯიბრებით, რაში შეგვეჯიბრებით. რა გაქვთ გაკეთებული საქართველოსთვის, რომ ჩვენ არ გქვონდეს მეტი. ვინმეს კი არ ვაყვედრით, მაგრამ ახლაც არ ვაკეთებდეთ თუნდაც სახელმწიფოსთვის ბევრს ჩვენი კონტაქტებით უცხოეთში",-აღნიშნავს ეპისკოპოსი იაკობი. 

ეპისკოპოსი პოლიტიკოსების მიმართ მკაცრი ტონით გამოირჩეოდა და მათ რამდენიმე რჩევა მისცა.

"რომელი მეტყვის მაგათგან, რომ პარტიის ლიდერები ჩემზე მეტს აკეთებენ. მე საქმით ვაჩვენებ, ვინ აკეთებს მეტს და ვინ არა. იმისთვის კი არ დავდივარ უცხოეთში, რომ სიარული და წანწალი მიყვარს, არამედ იმისთვის რომ ჩემს ქვყენას შევეწიო. ბატონებო, წესიერად მოიქეცით, ღმერთმა შეგინდოთ და საქართველოს სიყვარულისთვის, რომ არ გწამდთ ღმერთის გასაგებია, გავერთიანდეთ",-აღნიშნა ეპისკოპოსმა იაკობმა.


close დახურვა