logo
ENG



ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი: სავალდებულოა, გელათის გადახურვის თემაზე გამოძიება დაიწყოს

13 დეკ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი ამბობს, რომ საჭიროა, გელათის გადახურვის საკითხზე გამოძიება დაიწყოს. 

"არის დროებითი დაცვა. ვერ ასწრებდნენ და ზამთარში ხომ ვერ გადახსნი სახურავს. სამწუხაროდ, დღეს არ იციან ფრესკის ტექნოლოგია. ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული. ფრესკა რას ნიშნავს - ნედლს, ახალს. ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება. მეუფე კალისტრატე წინააღდეგ იყო ასეთი გადახურვის და ითხოვდა, როგორც ვიცი, ქვის ან სპილენძით გადახურვა ყოფილიყო. სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია, ჩვენი წინაპრებისა და მომავლისაა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა". - თქვა ეპისკოპოსმა იოანემ. 

გელათის მონასტერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ დროებით თუნუქით გადახურა

სპეციალისტების შეფასებით, ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს და რომ დროებით გადახურვის პროექტიც არ არის სრულყოფილი. 

გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტებით კი, კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების დასკვნების თანახმად, გელათის ტაძარზე დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა არ იყო მიზანშეწონილი და ის თუნუქით სწორედ ამიტომ გადახურეს. 


close დახურვა