ერაყს ახალი პრემიერი ჰყავს. ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობაზე კომუნიკაციის ყოფილი მინისტრი - მუჰამედ ალაუი დანიშნა და თებერვლის ბოლომდე მთავრობის ფორმირება დაავალა.
პრემიერმა უკვე მიმართა მოსახლეობას და სთხოვა არ შეწყვიტონ აქციები, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ერაყში მთავრობა თითქმის სამი თვე არ ჰყავდათ. ყოფილი პრემიერი ნოემბერში, მასობრივი გამოსვლების ფონზე გადადგა. მოსახლეობა ხელისუფლებაში კორუფციის მატებას, უმუშევრობას და ირანის გავლენის ზრდას აპროტესტებდა.