ერაყში ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 254-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ერაყში გაეროს მისია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში არეულობას ქვეყნის მასშტაბით 13 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. სპეცდანიშნულების ძალებმა დემოსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გარდა, ცეცხსასროლი იარაღიც გამოიყენეს.
ბაღდადში დემოსტრანტებმა რამდენიმე ხიდი დაიკავეს და სამთავრობო შენობების ბლოკირება სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან მორიგი შეტაკება მოჰყვა. აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ერაყში ოქტომბრის დასაწყისიდან არ წყდება.