ერაყში ირანის საკონსულოს დაესხნენ თავს. შენობას ალყა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შემოარტყეს. ჩამოხსნეს ირანის დროშა და მის ნაცვლად ერაყის აღმართეს. დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა ჰაერში გაისროლეს. საპასუხოდ კი მათ ქვები დაუშინეს. დამწვარია დიპლომატიური მისიის კუთვნილი რამდენიმე ავტომობილი. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. აქცია მიმდინარეობს ბაღდადის ცენტრშიც. ამ დრომდე პარალიზებულია ქვეყნის უდიდესი პორტის მუშაობა. აქციები სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდისა და რეფორმების დაწყების მოთხოვნით თვეზე მეტია გრძელდება.