logo
ENG



ერაყში ოპოზიციურ ტელევიზიებს თავს დაესხნენ

06 ოქტ 201921:20
3 წუთის საკითხავი
 
918dt96nkou1pcq.png

ერაყში, ტელევიზიებზე თავდასხმის შედეგად, ჟურნალისტები დაშავდნენ. 

შეიარაღებული ნიღბიანები ერთდროულად რამდენიმე კერძო ტელეარხის, მათ შორის „ალ არაბის“ ოფისებში შეიჭრნენ. განადგურებულია ტექნიკის ნაწილი.

ტელეარხების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართეს, თუმცა, მათ არავინ გამოეხმაურა.

არეულობა ერაყში ერთი კვირაა გრძელდება. დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. გამოსვლების მიზეზი უმუშევრობა და კორუფცია გახდა.

 


close დახურვა